დიღმიდან გაგარინამდე „სწრაფი ავტობუსი“ იმოძრავებს

13:51 04-18-2019
1309

აღმაშენებლის ძეგლიდან ჟვანიას მოედნამდე, ავტობუსები გზის შუა ნაწილში იმოძრავებს – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ “ავტორადიოს” ეთერში ისაუბრა.

მუმლაძის თქმით, გზის შუა ნაწილში მოეწყობა გაჩერებებიც, საიდანაც გადასვლა კომფორტულად, შუქნიშნების მეშვეობით შეეძლებათ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის თქმით, ორ თვეში, მას შემდეგ რაც კომპანია “სისტრას” კვლევები დასრულდება, დაიწყება სატრანსპორტო ხაზების გადაგეგმარება. სწორედ ამის შემდეგ უნდა ველოდოთ უკვე შემუშავებული პროექტის განხორციელებას.

“ჩვენი მიზანია ავტობუსებით გადაადგილება გავხადოთ სწრაფი, კომფორტული, იმისთვის, რომ კერძო ავტომობილების მოხმარება შევამციროთ. ამასთან ერთად, ავტობუსების ზოლები უკვე მუშაობს. ჩვენ უცხოელი ექსპერტებისგან შევისწავლეთ ავტობუსების ზოლების მოწყობის პრინციპები.