მამამ 2 წლის ბავშვი ერთ-ერთ რესტორანში თანხის სანაცვლოდ გირაოს სახით დატოვა - ვიდეო

14:23 04-18-2019
1832

ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის გუანდუნის მაცხოვრებელმა, მევალეს ფულის სანაცვლოდ 2 წლის ბავშვი გირაოს სახით შესთავაზა. 

რესტორანში მყოფმა კაცმა, რომელმაც ერთი ჯამი ლაფშას ღირებულება - 6 იუანი ვერ გადაიხადა თანამშრომელს ფულის უქონლობის გამო შვილის გირაოდ დატოვება შესთავაზა:

ბავშვს გიტოვებთ თანხის სანაცვლოდ და გპირდებით, ხვალ დავბრუნდები თანხით და წავიყვან - ამ სიტყვებით დატოვა კაცმა რესტორანი. 

მამის გარეშე, უცხო ადამიანების გარემოცვაში მიტოვებული პატარა გოგონა შეშინდა და ტირილი დაიწყო. კვების ობიექტის თანამშრომლები, გოგონას დაწყნარებას შეეცადნენ - სამზარეულოში შეიყვანეს და რძით გაუმასპინძლდნენ. კაცმა სწრფად დატოვა რესტორანი და ამიტომ მისი მოძებნა ვეღარ შესძლეს. მომხდარის გამო თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს.

რამდენიმე სათის შემდეგ, კაცი თანხით დაბრუნდა და როცა შვილი მოიკითხა იქ აღარ დახვდა. როცა შეიტყო, რომ მისი პატარა პოლიციამ წაიყვანა, სასტიკი ჩხუბი ატეხა.  

„კაცმა განაცხადა, რომ ბავშვი არ მიუტოვებია, მხოლოდ თანხის მოსაძიებლად წავიდა. დაგვიანების მიზეზი კი, საკუთარი სატრანპორტო საშუალება - ელექტრონული სკუტერი გახდა, რომელსაც ელემენტი დაუჯდა და მის დამუხტვას ელეოდებოდა“ - აცხადებს პოლიციის ოფიცერი ხუან ჟენუი.

იხ. ვიდეორგოლი: 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე