"ვაღიარებ, რომ კვლავ დავლევ!" - ენ ჰეთეუეიმ ალკოჰოლზე უარის თქმა მისი 3 წლის შვილის გამო გადაწყვიტა

16:42 04-18-2019
1501

ამერიკელი ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი, ალკოჰოლზე მისი დამოკიდებულების შესახებ ატეხილ სკანდალს გამოეხმაურა.  

width=701


ჰოლივუდის მსახიობმა დაადასტურა, რომ მან შვილის გამო ალკოჰოლურ სასმელებზე უარი განაცხადა. ინფორმაცია, მას შემდეგ გავრცელდა რაც 36 წლის მსახიობმა, 2019 წლის ზამთარში, ინტერსტელერს განუცხადა, რომ სპირტიანი სასმელებისგან დროებით თავს იკავებს. 

width=720


ინტერვიუში მსახიობმა განმარტა, რომ ალკოჰოლზე უარის თქმა, არ არის დაკავშირებული მის დამოკიდებულებასთან - მხოლოდ მისი 3 წლის ვაჟის ჯონათანის გამო გადაწყვიტა. 

Энн

ჰეთეუეის თქმით, თუნდაც ერთ ბოკალი ლუდის მიღებითაც კი, მომდევნო დღეს  ნაბახუსევზე თავის სასტიკი ტკივილით იტანჯება. ერთ რეს კი, ისეთი ძლიერი ტკივილით გაიღვიძა, რომ ბავშვის საბავსვო ბაღში წაყვანაც კი ვერ შესძლო.  

ამ ინციდენტის შემდეგ მსახიობმა გადაწყვიტა სასმელის მიტოვება, სანამ მისი შვილი  18 წლის გახდებოდა.  

ჩემი ბოლო ნაბახუსევი ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩემი ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა ბახუსის დრო არ მაქვს. ვაღიარებ, რომ კვლავ დავლევ სპირტიან სამელს, მაგრამ ეს მოხდება მაშინ, როცა ჩემი შვილი სახლიდან წავა. მინდა განვუმარტო ადამიენების უმეტესობას, რომ ეს ექსპერიმენტი ყველამ არ უნდა ჩავატაროთ. მე არ ვფიქრობ, რომ სასმელი ცუდია.  

ეს არის ერთგვარი სიამოვნება, მაგრამ ჩემთვის არ არის ბავშვის აღზრდასთან ერთად შერწყმული - განაცხადა ჰეთეუეიმ Boston Common-თან ინტერვიუში. 

იხ. ფოტოკოლაჟი:    

ავტორი: რუსა ღვანიძე