მსახობი კიანუ რივზი რამდენიმე ხნის წინ, ამერიკული ჟურნალი მამაკაცებისთვის - GQ-ს გმირი გახდა.
ვარსკვლავის ფოტოსესია საკმაოდ ელეგანტური აღმოჩნდა. მსახიობი, დიზაინერ კარლ ლაგერფილდსაც კი შეადარეს.
კადრში, 54 წლის მსახიობი კლასიკური სტილით გამოირჩევა - კიანუ Tom Ford-ის და Louis Vuitton-ის ბრენდის კოსტიუმში პოზირებს. ამის შემდეგ, მსახიობმა სამოსი შავი ტყავის ქურთუკით და Saint Laurent by Anthony Vacarello-ს ახალი კოლექციის ბრენდით შეცვალა.
შავ-თეთრ ფოტოკოლაჟს დაემატა მსახიობის ფოტოები Jacques Marie Mage-ს ბრენდის მზისგან დამცავი სათვალეში და კომპანია Tiffany and Co-ს მამაკაცის სამკაულებში. კიანუს ფოტოსესიის ფოტოგრაფი - დენიელ ჯექსონია.
რივზი, ინტერვიუში აცხადებს, რომ ფილმის ჯონ უიკი- მისი გმირი უნიკალური და ძალიან რეალური პიროვნებაა.
მას ლამაზი და თან ტრაგიკული თავსატეხი აქვს - ეს ორი პიროვნებაა. ჯონი, რომელიც დაქორწინებულია და ჯონ უიკი - მკვლელი. ჯონს, სურს იყოს თავისუფალი. ჯონ უიკი ერთადერთ გზას ხედავს, იყოს ადამიანი ვინც განაგრძობს ხალხის მკვლელობას და წესების დარღვევას. ჩვენ ნამდვილად ვხედავთ, თუ როგორ იბრძვის ადამიანი საკუთარი სიცოცხლის და სულის გადარჩენისთვის - ამბობს მსახიობი.
შეგახსენებთ, რომ ფილმის ჯონ უიკის მესამე ნაწილის პრემიერა 2019 წლის 17 მაისს გაიმართება.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: