მეგან მარკლი, ინდოეთში მოგზაურობის დროს ინდურ ტრადიციულ სამოსში - სარი პოზირებს.
37 წლის სასექსის ჰერცოგინია, რომელიც ორსულობის ბოლო თვეშია, რამდენიმე დღეში პატარას დაბადებას ელოდება.
სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა გავრცელდა მარკლის ბავშვობის დროინდელი ფოტოები, რომელმაც მომხმარებლების მხრიდან ფურორი გამოიწვია.
დღეს კი, გავრცელდა ჰერცოგინიას ინდოეთში გადაღებული ფოტოები, რომელიც 2017 წელს ინდოეთში ვიზიტის დროს არის გადაღებული.
აღმოჩნდა, რომ მეგანი ორგანიზაცია World Vision-თან ერთად სამოგზაუროდ იმ დროს გაემგზავრა, როცა პრინცთან რომანი უკვე დაწყებული ჰქონდა. მარკლი, მოგზაურობის დროს, მუმბაიში რამდენიმე შოუს დაესწრო და ამავე დროს ქალაქის მაცხოვრებლებს შეხვდა.
რამდენიმე კადრში, ჰერცოგინია ინდურ ტრადიციულ სამოსში - სარიში პოზირებს, ზოგან კი, ინდოელების მსგავსად შუბლზე ფერად წერტილს - დეკორატიულ ხალს იკეთებს.
შეგახსენებთ, რომ ფერად წერტლს შუბლზე ბინდი ჰქვია და ინდოელები მესამე თვალს უწოდებენ. ხალს, ტრადიციულად მხოლოდ ინდოელი გათხოვილი ქალები იხატავენ.
ინდოეთიდან დაბრუნებული სასექსის ჰერცოგინია რამდენიმე დღეში კი, პრინცთან შეხვედრის დროს დააფიქსირეს.
იხ. ვიდეო და ფოტოკოლაჟი: