რუსთავში ავტომობილი სავარაუდოდ, გაზის დაგროვების შედეგად აფეთქდა - არიან დაშავებულები

11:33 04-19-2019
486

რუსთავში მსუბუქი ავტომანქანა აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ავტომობილში გაზის დაგროვება გახდა.

შემთხვევის დროს, ავტომობილში მძღოლი და კიდევ ორი პიროვნება იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად მათ სხეულის საშუალო სიმძიმის დამწვრობა მიიღეს. დაშავებულები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში დაგროვებული გაზი მას შემდეგ აფეთქდა, რაც მძღოლმა სანთებელა აანთო.

შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე გუშინ საღამოს მოხდა.

ავტორი: თაკო ტომარაძე