ბრიტანეთის სამეფო სასახლემ ახალი ვაკანსია გამოაცხადა.
თუ თქვენ გსურთ ბუკინგემის სასახლეში ცხოვრება და თან სოლიდური თანხის გამომუშავება, ეს სამუშაო სწორედ თქვენთვის არის.
ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ, სასახლეში მებაღის (ბაღისა და მწვანე ტერიტორიების მოვლის სპეციალისტი) გამოაცხადა. აუცილებელი მოთხოვნაა - გამოცდილი სპეციალისტი.
ბაღის სპეციალისტის წლიური შემოსავალი 18 ათასი ფუნტი სტერლინგია - დღიური 69 ფუნტი. გარდა ამისა სასახლეში ცხოვრება და კვება უფასოა.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის 92 წლის დედოფალს შემოქმედებითი წარმოსახვის საოცარი უნარი გააჩნია და ამავე დროს - სიახლეების მოყვარულია.