ზურაბიშვილი: ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სირცხვილი

17:03 04-22-2019
282

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარტვილში გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე ოჯახის წინაშე ბოდიშს იხდის.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი, ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს.

„არ შეიძლება, არ გამოვეხმაურო ახალგაზრდის თვითმკვლელობის ტრაგიკულ ფაქტს და შიმშილობასთან ამ ფაქტის დაკავშირებას. ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში, მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. 

ვიზიარებ გარდაცვლილის ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე. ამავდროულად, უნდა ვთქვა ისიც, რომ სირცხვილად მიმაჩნია ასეთი ტრაგედიის პოლიტიკური ნიშნით გამოყენება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.