გიორგი ვოლსკი პანკისის ხეობაში დაგეგმილი პროექტების დეტალებზე სოციალურ ქსელში საუბრობს

17:18 04-22-2019
39

პარლამენტის უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი პანკისის ხეობაში ჰესების მშენებლობის საკითხს ეხმინება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“რას წარმოადგენს პანკისის ხეობაში ასაშენებელი ჰესები:

„ხადორი - 3“-ის სიმძლავრე 5,4 მგვტ-ია. მშენებლობის ხანგრძლივობა 12 თვე. დაგეგმილია აგრეთვე „სამყურაწყალი 2“ -ის ჰესის მშენებლობა. რომლის აშენებაც 30 თვე გაგრძელდება. ორივე „მწვანე პროექტია“, კაშხალის გარეშე. ჯამური ინვესტიცია 40 მილიონი აშშ დოლარზე მეტია. გამოიმუშავებენ 160 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიას, რაც ძალიან დიდი კონტრიბუციაა ეკონომიკაში. ამასთან ერთად, მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, სხვა სპეციალისტებთან ერთად, დასაქმებული იქნება 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლეც.

პირობები, რასაც მოსახლეობისათვის შეთავაზებული მემორანდუმი ითვალისწინებს: 

მოშორებით გადაინაცვლებს ელექტროგადამცემი ხაზი; 

მოწესრიგდება, ომალო-დუმასტურის სასმელი წყლის სისტემა; 

ძიბახევის და ბირკიანის მოსახლეობის სარგებლობისათვის სპეციალურად შექმნილ ფონდში, შეტანილი იქნება, 2018 წელს დახარჯული დენის ფასის ოდენობა; 

ხეობაში მცხოვრები მოსახლეობა, შეუზღუდავად გამოიყენებს კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწებს; 

კომპანია იღებს ვალდებულებას, მყისიერად მოაგვაროს წყლის მიწოდების შესაძლო პრობლემა; 

აშენდება სოფელ დუისის სასმელი წყლის რეზერვუარი;

აშენდება ბირკიანი-ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი;

კომპანია, ყოველწლიურად ახლადშექმნილ პანკისის ხეობის ფონდში შეიტანს 120 ათას ლარს;

ადგილობრივ ბიუჯეტში, ყოველწლირად გადაირიცხება ერთ მილიონ ლარზე მეტი. კომპანია „ფერის“ პანკისის ხეობაში უკვე აქვს განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები, რომლებსაც ახმეტის მუნიციპალურ ბიუჯეტში მნიშვნელოვანი შემოსავალი შეაქვს და ხეობის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. კომპანიამ, რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები გადაამზადა, რომლებიც ამჟამად საქართველოს რეგიონებში მდებარე „ფერის“ სხვა პროექტებში არიან დასაქმებულები - წერს ვოლსკი.