ცნობილია რა თანხა დახარჯეს საბანკო ბარათებით უცხოელებმა წელს საქართველოში

17:31 04-22-2019
146

2019 წელს, ამ დრომდე უცხოელებმა საქართველოში საბანკო ბარათებით 438.02 მილიონი ლარის საფინანსო ოპერაცია განახორციელეს. 2018 წელს, დროის ამავე მონაკვეთში საქართველოში უცხოელების მიერ დახარჯული თანხა 410.95 მილიონი ლარი იყო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მარტის თვეში  სულ 125.8 მილიონი ლარის შემოდინება მოხდა. ბანკომატებიდან 74.9 მილიონი ლარის განაღდება, ტერმინელებზე კი -  50.8 მილიონი ლარის გადახდა განხორციელდა.

 შეგახსენებთ, 2018 წელს უცხოელების მიერ საქართველოში 2.136 მილიარდი ლარი დაიხარჯა. 2019 წელს კი, პირველ კვარტალში უცხოელების დანახარჯის ზრდა შეინიშნება, თუმცა ინფლაციის წილთან შედარებული არ არის. 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური