რა მიზეზით არ უხდის გუფი ყოფილ ცოლს ალიმენტს

18:38 04-22-2019
190

გუფის ყოფილ მეუღლე აცხადებს, რომ გუფი შვილს სწავლის თანხას არ უხდის.  

რამდენიმე დღის წინ, გუფის ყოფილი ცოლი, აიზა ანოხინა სტუმრად იმყოფებოდა ტელეგადაცემაში «Школа экстрасенсов».

გადაცემაში, აიზა ყოფილ მეუღლეზე,  გუფის შესახებ საუბრობს. გლოგერი აცხადებს, რომ რეპერი ყოველ ღამე წერს და ხშირად ურეკავს, მაგრამ ფინანსურად არ ეხმარება.

“ცხრაწლიანი ურთიერთობის შემდეგ, სახლიდან წავედი და ბავშვიც თან წავიყვანე. სემის სკოლის ღირებულება, წელიწადში 11 000 დოლარია და ამის გამო ბევრს ვმუშაობ. გუფის თანხას არასოდეს  ვთხოვ - არ მჭირდება. როცა ერთხელ თანხა დამჭირდა და ვთხოვე, მიპასუხა - „ახალი მამაკაცი გყავს და მან გადაგიხადოს“ - ამბობს აიზა. 

შეგახსენებთ, რომ აიზა და გუფი 2008 წელს დაქორწინდნენ. 2010 წელს მათ ვაჟიშვილი სემი შეეძინათ. 4 წლის შემდეგ წყვილი გაეყარა. ამ ეტაპზე, აიზა დიმიტრი ანოხინის მეუღლეა და საერთო შვილს, ელვისს ზრდიან. 

 იხ. ფოტოები: