ნატა გულიაშვილი: „საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც ლევანის წარმატებული ბიზნესი არ მოსწონდათ"

09:54 04-23-2019
1457

ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის დაკავებას სოციალურ ქსელში მსახიობი ნატა გულიაშვილი ეხმაურება. 

არიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც, ლევანის წარმატებული ბიზნესი არ მოსწონდათ. ყველაფერს მალე აეხდება ფარდა. ზუსტად ვიცი, ლევანი მალე დაგვიბრუნდება, - წერს ნატა გულიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი დააკავეს.  აღნიშნული ინფორმაცია „თაიმერმა“ გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.