დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება

13:23 04-23-2019
54

სოციალურად დაუცველი ოჯახების აღწერა წლების განმავლობაში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

დავით სერგეენკოს თქმით, სოციალური დახმარების პროცესი უწყვეტია.

„სოციალური დახმარების დანიშვნა სხვა არაფერი არ არის, თუ არა ოჯახის სოციალური საჭიროებებისა და შინამეურნეობების შეფასება.

რაც შეეხება მარტვილში უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ ახლა, როდესაც ოჯახი გლოვობს და ჯერ ბავშვი არ დაუკრძალავთ, ამაზე ჩემგან საუბარი არასწორია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი, უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ბავშვებისთვის განსაკუთრებული ზომები მიიღოს.