ფილიპინებზე მიწისძვრის შედეგად პენტჰაუზის სახურავიდან წყალი ჩანჩქერის სახით გადმოედინება - ვიდეო

13:40 04-23-2019
198

სოციალურ ქსელში ფილიპინებში მომხდარი მიწისძვრის საშინელი კადრები გავრცელდა - მიწისძვრის შედეგად, საცხოვრებელი სახლის სახურავიდან, სადაც წყლის ავზი მდებარეობდა, წყლის დიდი მასა გადმოედინება. 

“Viral Press„- ის ინფორმაციით, ფილიპინებზე კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა. 

ფილიპინებზე მიწისძვრა 17.11 წუთზე მოხდა, რაც დედაქალაქ მანილას ერთ-ერთ დასაქმებულ რაიონში მდებარე პენტჰაუზიდან წყლის გადმოსვლის მიზეზი გახდა. 

კადრში ჩანს, Anchor Skysuites-ის კვარტლის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მიწისძვრის შედეგად მოძრაობას იწყებს და სახურვზე მდებარე ავზიდან კასკადი გადმოედინება.  

შეშინებული მოსახლეობა შემთხვევის ადგილს ტოვებს.  

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს ფილიპინებზე 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ სულ მცირე 11 ადამიანი იმსხვერპლა.

იხ. ვიდეო: 

 

 

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე