17 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-9 კლასის მოსწავლემ შაკო ნაჭყებიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი, უმცროსს ძმასთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. ბიჭების დედის ადგილსამყოფელის შესახებ კი ამ დრომდე უცნობია. გარდაცვლილის მეზობელი მერაბ ციცხვაია „პრაიმტაიმს“ უყვება, რომ დედამ ბავშვები გაჩენიდან მალე მიატოვა.
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა საბანკო ანგარიშის ნომერი გარდაცვლილის ოჯახის დასახმარებლად - საზოგადოებას, ნაჭყებიების ოჯახისთვის დახმარების თხოვნით მიმართავენ და პოსტს ავრცელებენ.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული ძმა
ჩვენ შაკოსთვის...
მცირეზე-მცირე დრო რჩება პატარა შაკოს დაკრძალვამდე... გვჭირდება თქვენი დახმარება რათა მის ძმას მაინც შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ ჯანმრთელად და კარგად იყოს, თქვენი გაწეული დახმარებითა და თითო-თითო ლარის გადმორიცხვით... მადლობას მოგახსენებთ წინასწარ...
ანგარიშის ნომერი :
TBC : GE09TB7499345061100103
მიმღები: გიორგი ბაჩილავა
მადლობა წინასწარ - გთხოვთ გააზიაროთ
შეგახსენებთ, რომ 17 აპრილს მარტვილში 15 წლის მეცხრეკლასელი მოზარდი შალვა ნაჭყებია ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვნეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მოზარდი მამასთან და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა, სწორედ ძმამ იპოვა გარდაცვლილი 15 წლის მოზარდი.
იხ. ვიდეო: