„ჩემი ფულის მიტაცება უნდა“ - ნიკოლას კეიჯის ყოფილი ცოლი 4 -დღიანი ქორწინების სანაცვლოდ კომპენსაციას მოითხოვს

16:15 04-24-2019
517

ნიკოლას კეიჯის ყოფილი ცოლი განქორწინების გამო, მსახიობს ფულად კომპენსაციას სთხოვს.

Николас
 

ცნობილია, რომ გასულ თვეს, 55 წლის ჰოლივუდის მსახიობი მეოთხედ გაქორწინდა. მისი რჩეული 34 წლის ვიზაჟისტი ერიკ კოიოკე გახლდათ. 

 

პორტალ „tmz“-ის ინფორმაციით, ერიკმა განქორწინების სანაცვლოდ მსახიობს დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვა. თანხის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ჰოლივუდის ვარსკვლავი - 25 მილიონი დოლარის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ კეიჯის და კოიოკეს ოფიციალური ქორწინება 4 დღე გაგრძელდა. 

მსახიობი ამბობს, რომ ერიკი მას პირადი „კრიმინალური ცხოვრების“ შესახებ გამოუტყდა. მსახიობი სარეგისტრაციო დარბაზში ლიცენზიის მისაღებად ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადდა. რამდენიმე წუთში კი ხმამაღლა ყვირილი დაიწყო: „მას, ჩემი ფულის მიტაცება უნდა“!

მისი რჩეული კი, საკმაოდ დაბნეული ჩანდა, კეიჯს ჩუმად ესაუბრებოდა და  თვითმხილველების ყურადღების ცენტრში რომ არ მოხვედრილიყო, ხელისმოწერის  ნაცვლად, სარეგისტრაციო დარბზიდან გაიყვანა.

იხ. ვიდეო:

 

ავტორი: რუსა ღვანიძე