„ძლიერი ქალი ვარ და ყველაფერს შევძლებ“ - ბრიტნი სპირსი ფსიქიკური პრობლემების შესახებ პირველად ალაპარაკდა

17:36 04-24-2019
389

ბოლო დღეებია, ამერიკელი მომღერლის, ბრიტნი სპირსის ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობის შესახებ ატეხილი სკანდალი არ ცხრება. 

ფსიქიქტრიული კლინიკადან გამოწერის შედეგ, მომღერალმა გადაწყვიტა ფანები დაამშვიდოს და პირველი კომენტარი გააკეთა.

37 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მის ირგვლივ გავრცელებული სკანდალური ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.  

„მინდა მოგესალმოთ და გაცნობოთ, რომ ჩემს ირგვლივ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე კონტროლს არ ვექვემდებარები, ჩემს ოჯახს და ახლობლებს ზიანს აყენებს. ჩემზე უამრავი ჭორი ვრელდება. მსურს, რომ დიდი დრო დავუთმო ჩემს თავს, მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევთ“ - ამბობს ბრიტნი.

მომღარალმა, ასევე ყოფილ მენეჯერთან სემ ლუფტისთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მან ფანატებს მოუწოდა, რომ დროებით თავი დაანებონ მისი ცხოვრების დეტალების ქექვას და ნორმალური სხოვრების საშუალება მისცენ. 

„უნიკალურია ჩემი სიტუაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ყველაფერს გავაკეთებ. თქვენ არ იცით, მაგრამ ძლიერი ქალი ვარ და ყველაფერს შევძლებ. შესანიშნავია, თქვენი მხრიდან ასეთი სიყვარული და თანადგომა, მაგრამ ამ ეტაპზე განმარტოება მჭირდება, რომ დავძლიო ჩემი სირთულეები“ - ამბობს მომღერალი.  

შეგახსენებთ, რომ ბრიტნის, საკუთარი მამის მძიმე ავადმყოფობის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ მომღარალი ძალის გამოყენებით კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს.

სოციალურ ქსელში ვარსკვლავის ფანებმა კომენტარებში აღნიშნეს, რომ მას ფსიქიკური აშლილობის საკმაოდ მძიმე ფორმა ჰქონდა. 

„შენი თვალები სხვას ამბობენ... მაგრამ იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მუდამ გვეყვარები“ - წერენ კომენტარებში.

იხ. ვიდეო: 

ავტორი: რუსა ღვანიძე