ნაგვის ორმო ასაშენებელი ტაძრის ნაცვლად - რა ხდება სამების ეზოში

15:08 04-25-2019
262

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარედ ეკლესიისთვის გაჭრილ საძირკველში ნაგვის ურნა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა „პრაიმტაიმს“ ფოტო მასალა გამოუგზავნა, რომელსაც მინაწერი ჰქონდა - „ეს ხდება სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, სირცხვილია!“.

„პრაიმტაიმი“ თემით დაინტერესდა და სიტუაციის გასარკვევად მისულებს, ადგილზე მართლაც იგივე სურათი დაგვხდა. ტაძრის ეზოში მდებარე ემბაზთან ახლოს, გაჭრილ საძირკველში ნაგვით სავსე ურნა დგას. ეს საძირკველი ნამდვილად ტაძრისთვის რომ არის გაჭრილი, ამას იქვე გამოკრული ეკლესიის პროექტის ბანერი ცხადყოფს.

როგორც იქვე მყოფმა დაცვის თანამშრომელმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, ურნაში ძირითადად ტაძრიდან გამოტანილ დამჭკნარ ყვავილებს და სხვა არასაჭირო ნივთებსა და ნარჩენებს ყრიან.