24 აპრილს „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მარტოხელა უსახლკარო სიმსივნით დაავადებულ მოხუცზე გიყვებოდით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დახმარების მსურველებმა ორგანიზება და თანხის შეგროვება დაიწყეს. ერთ-ერთი მკითხველის ინიციატივით, ვაჟა ვარდიაშვილის დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა. იმავე საღამოს ონკოლოგიური საავადმყოფოს პალიატიურ განყოფილებაში ვაჟა ვარდიაშვილს ესტუმრნენ. „მივუტანეთ საჭირო მედიკამენტი და საკვები. უახლოეს დღეებში კიდევ ავალთ და მივუტანთ პამპერსებს და სხვა საჭირო ნივთებს.“ უახლოეს დღეებში ვაჟა ვარდიაშვილის დახმარებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ ახალნაოპერაციევ ვაჟა ვარდიაშვილს რამდენიმე დღის წინ, აღამაშენებლის გამზირზე ერთ-ერთ სკვერში ღია ცის ქვეშ ეძინა. მას მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და ახლა ონკოლოგიური კლინიკის პალიატიურ განყოფილებაში იმყოფება.