რა მოხდება მზის აფეთების შედეგად - მეცნიერთა ვერსიები

15:33 04-25-2019
600

მეცნიერებმა, რამდენჯერმე გამოიკვლიეს ჩვენს სისტემაში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავის - მზის აფეთქება. თითოეული პროგნოზი, წინაზე გაცილებით უარესი იყო. მათ გამოარკვიეს, თუ რა დაემართება დედამიწის მოსახლეობას მზის აფეთქების შემთხვევაში. 

რატომ უნდა აფეთქდეს

მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თერმობირთვული რეაქცია, რომელიც ჩვენს სისტემაში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავით არის განპირობებული, შეუძლია გაანადგუროს არა მხოლოდ ყვითელი ჯუჯა, არამედ ყველა ახლომდებარე პლანეტა. ეს შეიძლება მოხდეს მზის პროცესების ნაადრევი მოძველების გამო, რაც დააჩქარებს ვარსკვლავის დაბერების და სიცოცხლის ციკლის შემცირებას. აფეთქებას, არა მარტო ყვითელი ჯუჯის დაზიანდება მოჰყვება, არამედ ახლომდებარე პლანეტებისაც.  აუცილებელია იმის გაგება, რომ მზის სიცოცხლის ხანგრძლივობა მცირდება და მზე კვდება. 

ვარსკვლავის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა, 10 მილიარდი წელია - 4,6 მილიარდი წელი უკვე განვლო. აქედან გამომდინარე, მზის სისტემა უკვე თავისი არსებობის ბოლო პერიოდს ითვლის, ანუ დარჩენილი აქვს 5,5 მილიარდი წელი და მზე თანდათან „ბერდება“ და კვდება.  

დედამიწის მსგავსი ვარსკვლავი

რეალური ცხოვრების სიმულაციური თამაში - როცა გიგანტური ვარსკვლავი ატომოსფეროში შეიჭრება, ის სუვენირად გადაიქცევა.  ზიანდება მისი ზედაპირი. ზედაპირზე ტრიალს იწყებს უზარმაზარი მტვრის მასა და გაზი და ამ დროს ახალი სამყარო იბადება.

სავარაუდოდ, მზის აფეთქება მთლიანად გაანადგურებს ყველა პლანეტას, მაგრამ ასევე არსებობს პლიუსებიც - ახალი აფეთქება კიდევ უფრო მეტ სამყაროს შექმნის, რომელიც რამდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, კვლავ დასახლებული იქნება საცხოვრებელი და ინტელექტუალური ორგანიზმებით. 

აფეთქებამდე მოვკვდებით

უცნაურია, მაგრამ ხმელეთის პლანეტების განადგურების არც ერთი სცენარი არ შეიცავს აფეთქებას. როდესაც მზე იწყებს სიკვდილს, მეცნიერთა პროგნოზების თანახმად, მას მოუწევს ზომებში გაზრდა და სავარაუდოდ, გაცილებით უფრო ცივი გახდება. დროთა განმავლობაში იგი მუტაციას განიცდის და ყვითელი ჯუჯადან წითელი გიგანტისკენ შეიცვლება - ეს იმდენად გიგანტი გახდება, რომ მთლიანად „შეჭამს“ მერკურის, ვენერას და დედამიწასაც კი. ცოტა მოგვიანებით კი სხვა პლანეტებზე ცივი და სამოთხის სითბო დაისადგურებს.

დღემდე არ არსებობს მზის აფეთქების ზუსტი სცენარი და მიზეზები, რაც  დაკავშირებულია მთელი პლანეტარული სისტემის გარდაცვალების თემასთან.  მაგალითად, ყველა ცოცხალი არსის წვის სცენარი ერთადერთი არ არის. არსებობს, კიდევ სხვა მიმართულები - აფეთქების შემდეგ გაგრილება. ასეთი აფეთქება მზის მთლიანობას არ დაარღვევს, მაგრამ შეწყდება თერმობირთვული რეაქცია.

ყვითელი ჯუჯა შეაჩერებს სითბოს და სინათლის გადანაწილებას. მეცნიერები აცხადებენ, რომ ისეთი პლანეტები, როგორიცაა დედამიწა და მერკური, ერთ თვეში მთლიანად გაიყინება. 

ფეხბურთის ბურთი

მზე არა მხოლოდ ათბობს დედამიწას, არამედ ინახავს კომფორტულ (ყველა ასპექტში) ორბიტაზე. თუ ცენტრალური ვარსკვლავი აფეთქება, მაშინ ერთ მშვენიერ დილას, დედამიწის მოსახლეობა თავიანთი საცხოვრებლისგან შორს აღმოჩნდება.

მზის განადგურება - შეარყევს“ დედამიწის ჩვეულ ორბიტას.

თუ დედამიწა არ დაიწვება, მას შეუძლია დატოვოს მზის სისტემა, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩება, „მაწანწალა“ პლანეტად გადაიქცევა და სიცოცხლის ბოლომდე იარსებებს.  

თუ მზე აფეთქდა, როგორც კინემატოგრაფისტებისა და სამეცნიერო ფანტასტიკის მწერლები წარმოიდგენენ, პლანეტა ორთქლად არ გადაიქცევა. მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზებული დედამიწის ზედაპირის აფეთქების სცენარზე მეცნიერები უარს ამბობდნენ, სხვა უკეთესი ვარიანტი არ არის. 

კოსმოსის ექსპერტმა მიხეილ ლაპიკოვმა აღნიშნა, რომ მზის აფეთქების ზოგიერთ ვარიანტში პლანეტის დღის მხარე, უბრალოდ, „სტერილიზაციას“ მოახდენს მაღალი სიჩქარით - ცხოველები და სხვა ცოცხალი ორგანიზმები, რამდენიმე მილიონ გრადუს ტემპერატურაზე დაიწვება.

„თავდაპირველად, ატმოსფერო იქნება აორთქლებული, შემდეგ კი ზედაპირზე ისეთი ტემპერატურა იქნება, რომ რამდენიმე ფენა უბრალოდ დადნება“.

ასეთ განვითარებას, ბაქტერიასა და სხვა ორგანიზმების გაქრობა მოყვება. წყალი და ყველა არასტაბილური აირები მუდმივად აორთქლდება. გარდა ამისა, სიცივის ზონიდან პლანეტა გადმოდის საცხოვრებელ ზონაში. ეს ყველაფერი, დედამიწის მოსახლეობას შეეძლება საკუთარი თვალით დაინახოს.

გაანალიზებულია განადგურების საშუალო დრო - ცეცხლი დედამიწამდე ორ დღე-ღამეში მიაღწევს. 

ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი სახლი

ექსპერტები და კოსმოლოგი-ფიზიკოსები აღნიშნავენ, რომ როცა მზე აფეთქების დროს მიაღწევს, ხალხი სხვა სამყაროს კოლონიზაციის შესწავლას დაიწყებს. მათ, აღმოაჩინეს პლანეტა პროქსიმ ბ, რომელიც დედამიწაზე არსებული პირობების მსგავსია.  

წყარო: Life

ავტორი: რუსა ღვანიძე