კანე უესტი საკუთარ ტაძარს ხსნის - მომღერალს სურს, რომ შვილები ღვთისადმი რწმენაში ჩამოყალიბდნენ

17:22 04-25-2019
176

კანე უესტი, თაყვანისმცემლებთან ერთად ტაძრის მშენებლობას გეგმავს. 

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის იანვარში, ჟურნალ Rolling Stone-ს გარეკანზე უესტის ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც მომღერალი, იესოს იმიჯით  ეკლიანი გვირგვინის“ საფარში პოზირებს. 2013 წელს კი, მომრერალმა საკუთარი ალბომი გამოუშვა -  სახელწოდებით Yeezus(იესო).

width=640

 

გარდა ამისა, კანეს ხშირად შეხვდებით ტაძარში საეკლესიო მსახურების დროს. Coachella-ს ფესტივალზე კი, ვარსკვლაბს 50 000-მდე თაყვანისმცემელი ესწრებოდა, სადაც მომღერალმა, რელიგიურ მოტივებზე დაყრდნობით შექმნილი საკუთარი ჰიტები შეასრულა - Jesus Walks, Father Stretch My Hands, Pt. 1.

როგორც ჩანს, მომღერლის ამგვარმა წარმატებამ, კანეს, ახალ საინტერესო იდეის განხორციელებისკენ უბიძგა.

„მაგრამ, ეს არ იქნება ტრადიციული ტაძარი ქადაგებით. მისი სურვილია, ადამიანები სულიერად და მორალურად გადარჩინოს, რომ ერთმანეთზე ზრუნვა შესძლონ. მას ასევე სურს, რომ მისი შვილები ღვთისადმი რწმენაში ჩამოყალიბდნენ (ის, საკმაოდ რელიგიური პიროვნებაა) და ეს, საუკეთესო საშუალება იქნება, რომ ადამიანები რწმენაში იყვნენ - განმარტავს ინსაიდერი. 

width=600

ტექნიკურად ეს შესაძლებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ ადვილია საკუთარი ეკლესიის გახსნა - უნდა გაიაროთ იურიდიული რეგისტრაცია (SS-4 ფორმის წარდგენა დამსაქმებლის საიდენტიფიკაციო ნომრის მისაღებად და IRS ფორმა 1023, რომელიც არის საგადასახადო შეღავათის აღიარება), უზრუნველყოს ინდივიდუალური რელიგიური ისტორია ლიცენზირებული სასულიერო პირების მონაწილეობით და ორგანიზება გაუწიონ რელიგიის თაყვანისმცემლებს.  

კანეს მთავარი მიზანია - არა პოლიტიკა და ფინანსური თაღლითობა. მაგალითად, 2013 წლიდან აშშ-ში არსებობს მოქმედი სატანის ტაძარი(ცოტა ხნის წინ მისი წარმომადგენლებმა, სარჩელი შეიტანეს სასამართლოში, რადგან ერთ-ერთი სერიალის  გაღების დროს, მათი ტაძრის დიზაინი გამოიყენეს.  

ამის შესახებ, ცოტა ხნის წინ ტაირ მამედოვმა ინტერვიუში განაცხადა (ტელეწამყვანი, რომელიც რამდენიმე წელია აშშ-ში ცხოვრობს). მამედოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ს ყველას სჯერა, რომ ადამიანი რასაც მოისურვებს გააკეთებს - თუ ასი მიმდევარი მაინც გყავთ, მაშინ რელიგიური ორგანიზაციის ორგანიზება შეგიძლია, რაც საგადასახადო შეღავათებით იქნება შესაძლებელი.

იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეო:

ავტორი: რუსა ღვანიძე