სისხლით გაჟღენთილ აბაზანაში, სტეისი ბავშვით ხელში იჯდა - ბრიტანელი ქალის უცნაური ისტორია

14:32 04-26-2019
2580

ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საფრთხე არ ემუქრება.  

პორტალ „The Sun“-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მანჩესტერის (დიდ ბრიტანეთი) ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, სრულიად მოულოდნელად ბავშვი გააჩინა -  მიუხედავად იმისა, რომ ორსულობის ტესტმა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა.

25 წლის სტეისმა და მისმა მეგობარმა მთელი დღის განმავლობაში, ჰარი პოტერის გულშემატკივართა კონცერტზე გაატარეს, სადაც ისინი სხვა ქალაქიდან ჩამოვიდნენ. მოულოდნელად დილით, ქალბატონს გულისრევა, ტკივილი ზურგის და კუჭის არეში დაეწყო. სტეისმა ექიმს მიმართა - ფიქრობდა, რომ სავარაუდოდ ორსულად იყო, რადგან მუცელი საკმაოდ გაზრდილი მოეჩვენა. 

ექიმმა, ორსულობის ტესტის გაკეთება შესთავაზა. შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ გოგონას კისტა ჰქონდა.

სასტუმროში დაბრუნებულმა სტეისმა, თავი შეუძლოდ იგრძნო - აშკარად რაღაც მოძრაობდა მუცელში. მას შემდეგ, რაც გოგონა აბაზანაში შევიდა მიხვდა, რომ აშკარად მშობიარობის ტკივილები დაეწყო და მალე ბავშვს გააჩენდა. მისმა მეგობარმა რებეკამ, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა. 

როდესაც ექიმები მოვიდნენ სასტუმროს ნომერში, მათ საოცარი სურათი დახვდათ - სისხლით გაჟღენთილ აბაზანაში, სტრეისი ბავშვით ხელში იჯდა. ქალბატონს, გოგონა შეეძინა. ექიმებმა ჭიპლარი დაუმუშავეს და ახალშობილს თავზე ქუდი დაახურეს. ქალბატონი, მშობიარობის შემდგომი სისხლდენის დიაგნოზით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

სტეისის თქმით, ცხრა თვის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რომ ორსულად იყო. გოგონა ქალაქის ცენტრში „წმინდა მარიამის სახელობის“ საავადმყოფოში მოათავსეს - მისმა მეგობარმა კი, სტეისის მეუღლეს დაურეკა და შეატყობინა, რომ მამა გახდა. ახალშობილს - ელისაბედ ელის როუსი დარქვეს.   

ამ ეტაპზე ახალგაზრდა დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: რუსა ღვანიძე