
უკრაინის ახლადარჩეული პრიზიდენტი, ქ. კიევში - „ოქტომბრის სასახლეში“ ცნობილ „იუმორისტულ შოუს“ გამართავს.

პორტალ „112 Украина-ს ინფორმაციით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმერ ზელენსკი, 25 მაისს საზოგადოების წინაშე, როგორც იუმორისტი უკანასკნელად წარსდგება.
შოუმენი მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის ფართომასშტაბიან პროექტში - „სიცილის ლიგა“. მისი გუნდი, კიდევ ერთხელ წარსდგება საზოგადოების წინაშე.
„ვლადიმერ ზელენსკი - შეუცვლელი წამყვანი შოუმენი“ - აცხადებენ შოუს ანონსში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ზელენსკიმ ამომრჩეველთა ხმების 73% მიიღო, პეტრე პოროშენკომ კი - 24%.