Twitter-ზე ჯეიმს ბონდის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ბონდის 25-ე ფილმში მონაწილე სამსახიობო გუნდს ანა დე არმასი შეუერთდა.

ფილმის გადაღების დაწყების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, სამაგიეროდ დაგეგმილია პრემიერის დრო - 2020 წლის 8 აპრილი.
30 წლის კუბელი მსახიობის გარდა, ფილმის მთავარი გმირები - დენიელ კრეიგი, ლეა სეიდუ, რეიფ ფაინს და რამი მალეკი არიან.
ანამ Instagram-ზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებმაც საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწონება დაიმსახურა.

გოგონა, მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. პირველი ფილმი, „ვინ არის“ 2015 წელს კიანუ რივზთან ერთად შეასრულა.

2017 წელს მისი პარტნიორი რაიან გოსლინგი იყო, სადაც ფანტასტიკური ჟანრის ფილმში - „სამართებელზე მორბენალი 2049“ მთავარ გმირს ასახიერებდა.

მისი განცხადებით, ჰოლივუდის ცნობილ ფილმებში მოხვედრა, არც ისე იოლია. ანას ინსტაგრამზე 1,3 მილიონი ხელმომწერი ჰყავს. მისი პირადი ფოტოკოლაჟი, თაყვანისმცემლებს მხიარულ განწყობას უქმნის.
