რამდენიმე დღის წინ, პლანეტის ყველაზე სექსუალური მამაკაცი - მსახიობი იდრის ელბა, დაქორწინდა. მისი რჩეულია საბრინა დაური. ცერემონია მაროკოში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
![]()
ცნობილია, რომ ბრიტანელს, სამეფო ოჯახის წევრებთან მეგობრული ურთიერთობები აქვს. მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილში, DJ Big Driis-მა დიჯეის ადგილიც კი შეითავსა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილს, ჰერცოგინიამ, რომელიც მშობიარობას დღედღეზე ელოდება, ახლადდაქორწინებულ წყვილს განსაკუთრებული საჩუქარი გაუგზავნა - ხელოვნების ნიმუში „The Connor brothers“.
ნახატი, ბრიტანელი მხატვრების ჯეიმს ჰოლდინგის და მაიკ სნელის შემოქმედებაა, როლის ღირებულებაც 9 ათასი დოლარია.