კარდაშიანების ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა კაილი ჯენერმა სავარაუდოდ, ოფიციალურად იქორწინა. 

ბიუთი-იმპერიის მფლობელმა შეყვარებულის ტრევის სკოტის დაბადების დღე მოკრძალებულად აღნიშნა. წყვილი, კინოთეტრში ფილმის „შურისმაძიებლების“ პრემიერაზე იმყოფებოდა.
.jpg)
რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, კინოთეატრის დარბაზი კაილის შეკვეთით, ბუშტებით მორთეს წარწერით: - „დაბადების დღეს გილოცავ მეუღლე“- ზუსტად იგივე წარწერა ამშვენებდა იუბილარის ტორტსაც.
წარწერა, სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ წყვილმა ოფიციალურად იქორწინა ან, შესაძლებელია მორიგი პროვოკაცია იყოს.