ბათუმის სკოლიდან მოსწავლეები მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

21:26 04-30-2019
194
თეგები: ბათუმი

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა მოწამვლის ინტოქსიკაციით ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან 9 მოსწავლე შეიყვანეს. 

პრაიმტაიმის ინფორმაციით, ისინი გულისრევას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. ორ მათგანს კი, ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა. 

ცხრავე მათგანი 2010 წელს დაბადებული ერთი კლასის მოსწავლეები არიან. საავადმყოფოს ექიმის, ჯემალ დუმბაძის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

რაც შეეხება სკოლის დირექტორს, ის ამბობს, რომ მოსწავლეები შეუძლოდ მეორე გაკვეთილზე  გახდნენ. თუმცა, უცნობია რამ გამოიწვია მათი მოწამვლა.

 პროცესში ჩართულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ეპიდემიოლოგები, რომლებიც მიზეზის დასადგენად გამოკვლევებს ატარებენ.