ინდოეთის შეიარაღებული ძალების წევრებმა „თოვლის კაცის“ ნაკვალევი აღმოაჩინეს.
ინდოეთის ალპინისტების ექსპედიციის ჯგუფის წევრებმა, რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჰიმალაიში, თოვლის კაცის -„იეტის“(მითიური თოვლის ადამიანი) ნაკვალევი აღმოაჩინეს. შეიარაღებული არმიის „თვითერზე“ პოსტი და ნაკვალევის ფოტოკოლაჟი გამოაქვეყნეს.
პოსტში ნათქვამია, რომ ნაფეხური, რომლის ზომა 32х15 დიუმს შეადგენს - 81х38 სანტიმეტრი - 9 აპრილს მაკალუს სამხედრო ბაზასთან ახლოს შეამჩნიეს.
„სამთო ექსპედიციაში, ინდოეთის არმიამ მაკალუს ბაზასთან ახლოს ჰიმალაიში, მითიური არსების საეჭვო ნაფეხურები შეამჩნია, ზომმით 81х38 სმ. აქამდე თოვლის კაცის ნაკვალევი მხოლოდ მაკალუ-ბარუნის ნაციონალურ პარკში იყო შემჩნეული. ეს უჩინარი თოვლის კაცი, მხოლოდ ერთხელ დააფიქსირეს მაკალუ-ბარუნის ნაციონალურ პარკში“- ნათქვამია თვითერის პოსტზე.
პოსტზე ასევე გამოქვეყნებულია თოვლზე გამოსახული დიდი ზომის ნაკვალევის ფოტო.
შეგახსენებთ, რომ იეტი ანუ თოვლის კაცი, ასევე კანჩენჯანგის დემონი — ამ სახელით ცნობილია, ჰიმალაიში მცხოვრები ორ ფეხზე მოსიარულე ბალნიანი მითური არსება, რომელიც ევროპაში ძირითადად ცნობილია თოვლში დატოვებული ნაკვალევის ფოტოებით.
ადგილობრივი შერპას ტომის ენაზე იეტი ნიშნავს კლდის ცხოველს. როგორც წესი, მას აღწერენ, როგორც ორიდან სამ მეტრამდე სიმაღლის და 200 კილოგრამზე მძიმე არსებად, რომლის ნაფეხურებიც 43 სანტიმეტრამდე აღწევს.
იხ. ფოტოები: