კვლევა - ოპტიმიზმი ასაკის მატებასთან ერთად იზრდება

14:32 05-01-2019
72

ადამიანებს ცხოვრების მიმართ ოპტიმისტური განწყობა ასაკის მატებასთან ერთად უვითარდებათ. ამასთან დაკავშირებით კვლევა კალიფორნიაში, დევისის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფმა ჩაატარა. 

ექსპერიმენტში, 26-71 წლამდე 1200 მექსიკელი მონაწილეობდა, რომლებსაც ოჯახი და შვილები ჰყავდათ. კვლევის მონაწილეებს 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

გაირკვა, რომ მათი ოპტიმისტური განწყობა, სხვადასხვა პერიოდში ასაკის მატებასთან ერთად იცვლებოდა.

კვლევის მონაწილეები მეცნიერთა შეკითხვებს 7 წლის განმავლობაში პასუხობდნენ. მათ დაადგინეს ცხოვრების სხვადასხვა პერიოდის ოპტიმიზმის დონე, ასევე მიუთითებდნენ იმ დადებითი და უარყოფითი მოვლენების შესახებ, რაც მათ შეემთხვათ.  

„ჩვენ გამოვიკვლიეთ, თუ როგორ იცვლება ასაკთან ერთად ადამიანის ხასიათი და განწყობა. მაგალითად, მათ ეცვლებათ ცნობიერება და თვითშეფასების უნარი, მაგრამ ასაკის ზრდასთან ერთად ოპტიმიზმის მატების შესახებ ინფორმაცია, ნაკლებად იყო ცნობილი“ -  წერს ჟურნალ „SAGE Journals“-ში კვლევის ერთ-ერთი ავტორი თედ შვაბა.

ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 26-55 წლამდე ოპტიმიზმი იზრდება, ხოლო 55 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება.

ოპტიმიზმის მკვეთრი ზრდა ადამიანებს, სასიხარულო ამბებთან ერთად უვითარდებათ, მაგალითად შვილის დაბადებით, ან ხელფასის გაზრდით.

ნუ მოიწყენთ, ცოტა მოითმინეთ და ყველაფერი კარგად იქნება!

ავტორი: რუსა ღვანიძე