დღეს, 1 მაისს მშომელთა საერთაშორისო დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივით მთავრობის კანცელარიასთან მასშტაბური აქცია ჩატარდა, რომლის მიზანი სოციალური- ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა იყო.
აქციას 2500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ტყიბულელი მაღაროელები, რეგიონებიდან ჩამოსული პედაგოგები და ლექტორები, სტუდენტები, მეტროს თანამშრომლები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული რუსთავის აზოტის თანამშრომლები. მომიტინგეები ღირსეულ სამუშაო პირობებს მოითხოვდნენ. აქციის ლოზუნგი იყო: „უსაფრთხო და ღირსეული შრომა.
საპროტესტო აქციები სოციალური მოთხოვნებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიმართა.