დღეს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ მშრომელთა აქციაზე პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა მანიფესტი მომიტინგეებს გააცნო და კანცელარიაში განსახილველად ჩააბარა.
მანიფესტში სხვა საკითებთან ერთად საუბარი იყო ქალისა და მამაკაცის ხელფასების გათანაბრებასა და უსაფრთხო შრომის პირობებზე.
აქციას ესწრებოდა კავშირ საფარის ხელმძღვანელი და ქალთა უფლებების დამცველი, ბაია პატარაია. მან დაგმო ქალთა შრომის პირობები და აღნიშნა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ქალების ხელფასი ერთი მესამედით ჩამორჩება მამაკაცების ხელფასს.
აქციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა სამუშაოს შესრულების დროს დაღუპულ მშრომელებზე ისაუბრა.
შრომით სფეროს კვლავ თავგანწირული ბრძოლა უხდება იმაზე, რაც ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იყო აქტუალური. სოციალური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ჩვეულებრივ მოქალაქეზე და ჩვენი მოთხოვნაა შრომის სტანდარტების შემუშავება. ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ სამსახურებში - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა
შეგახსენებთ, შრომითი უსაფრთხოების, შრომითი სტაბილურობის, მოქალაქეზე ორიენტირებული სოციო-ეკონომიკური პოლიტიკის შექმნის მიზნით, პროფკავშირებმა აქცია გამართეს.