ბათუმში გასაყიდი ავტომობილები საჯარიმოზე გადაიყვანეს

23:26 05-01-2019
78
თეგები: ბათუმი

ბათუმში, ის ავტომობილები, რომლებიც პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობის მიზნით ანუ გასაყიდად დგას საჯარიმოზე გადაჰყავთ. დღეს გორგილაძის ქუჩიდან საჯარიმო სადგომზე გასაყიდად მდგომი 8 ავტომობილი გადაიყვანეს , საჯარიმო სადგომი ორბელიანის 13 ნომერში მდებარეობს.

ავტომობილის გამოყვანა მეპატრონეს 45 ლარი დაუჯდება. შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ აღნიშნული ავტომობილების მძღოლები ერთი თვის წინაც გააფრთხილეს. სანამ ავტომობილს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანენ შესაბამისი სამსახურის ჯგუფი 24 საათით ადრე უკავშირდება ავტომობილის მეპატრონეს და მოუწოდებს რომ ავტომობილი გადაიყვანოს.

იმ შემთხვევაში თუ პარკირების ადგილიდან ავტომობილი გაყვანილი არ არის საჯარიმოზე გადაჰყავთ. ავტოტრანსპორტი მძღოლებს აფრთხილებს, რომ პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება და შესაბამისად ადმინისტრაციული წესით იწერება ჯარიმა, ასევე გადაჰყავთ საჯარიმო სადგომზე. ამის თავიდან აცილების მიზნით კი გასაყიდად მდგომი ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ გაიყვანონ ავტომობილები. კომერციული საქმიანობა პარკირების ადგილზე პირველ შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება, თუ ავტომობილს არ გადაიყვანს მეპატრონე განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება და ასევე მოხდება მისი გადაყვნა საჯარიმო სადგომზე.

ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ პარკირების ადგილებში გასაყიდი ავტომობილები თვეების განმავლობაში დგას და იმ პირებს, ვისაც პარკირება გადახდილი აქვს და სურს ავტომობილი დროებით გააჩეროს, ამის საშუალება არ ეძლევა.