ვინ არის 9 წლის ბათუმელი გოგო, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს ვიცეჩემპიონია

10:57 05-02-2019
183

9 წლის ბათუმელი კესარია მგელაძე მსოფლიო სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი გახდა. ამ ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. 

თურქეთში, ქალაქ ანტალიაში გამართულ სასკოლო საჭადრაკო ჩემპიონატზე კესარიამ  9 პარტია ითამაშა და 8 ქულა დააგროვა. მან ვერცხლის მედალი და მსოფლიოს ვიცეჩემპიონობა მოიპოვა. კესარიას მთავარი მწვრთნელი ლეონიდ ნეურონოვია.

სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა ანტალიაში 18-დან 26 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. დაჯილდოების ცერემონიალი კი ანტალიაში დღეს საღამოს გაიმართება.