ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე დაბა კონსტანტინოვოს მკვიდრი, რომელმაც მასაჟის დროს ბავშვს კისრის მალები დაუზიანა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიღებული ტრამვის შედაგად, ბავშვი მეორე დღეს გარდაიცვალა.
უკრაინის სპეც-სამსახური იუწყება, რომ უბედური შემთხვევა 2018 წლის მარტში მოხდა. დამნაშავეს, დაუკავშირდა ქალბატონი, რომელსაც ნევროლოგმა ბავშვის მკურნალობის მიზნით მასტიმულირებელი მასაჟის კურსი დაუნიშნა. სამკურნალო პროცესის დროს, ბავშვი მუცელზე იწვა, რაღაც მომენტში მან თავი მაღლა ასწია, რა დროსაც მასაჟისტმა თავი ჯერ მარჯვნივ, ხოლო შემდეგ მარცხნივ მიუტრიალა. ბავშვს ზურგის ტვინის დახურული ტრამვა განუვითარდა.
მასაჟის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა დამძიმდა. მეორე დღეს პატარა კლინიკური სიკვდილის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და გარდაიცვალა.
გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ მასაჟისტს სამედიცინო განათლება არ ჰქონდა.
პორტალ „nnovgorod.sled“-ის წყაროს ცნობით, გამოძიების საქმე რუსეთის ფედერაციის სისიხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა(გაუფრთხილებლობის გამო სიკვდილი).
სასამართლო განაჩენი, ამ ეტაპზე ძალაში არ არის შესული.