სასექსის ჰერცოგინია 38 წლის მეგან მარკლი პირმშოს დაბადებას ელოდება.
პირველად სამეფო ოჯახის ისტორიაში, ჩვენ ვერ ვიხილავთ სამშობიარო კლინიკაში გადაღებულ პირველ ფოტოებს და ეს ყველაფრი იმის გამო, რომ ჰერცოგინიამ ეს მოძველებული ტრადიცია უარყო. ამის გამო, გულშემატკივარები სოციალურ ქსელში „მკითხაობენ“ ბავშვი დაიბადა, თუ - არა.
გუშინ, ვებ-გვერდზე რამდენიმე ავტომობილის კორტეჟის ფოტოები გავრცელდა - ერთ-ერთ მათგანიდან, ვარდისფერი საბნები ჩანდა. ისინი, სამეფო ოჯახის გულშემატკივრებმა გადაიღეს და დაუყოვნებლივ გამოაქვეყნეს ინტერნეტში.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ჰერცოგინიამ ქალიშვილი გააჩინა და უკვე სახლში ბრუნდებოდა.
სოციალურ ქსელებში უკვე დაწყებულია მილოცვების გამოქვეყნება, მაგრამ სამეფო ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავტომანქანას გოგონას დაბადებასთან არაფერი საერთო არა აქვს. ველოდებით სიახლეებს!
იხ. ვიდეო: