მეგან მარკლიმ იმშობიარა

17:50 05-06-2019
501

სამეფო ოჯახშს ვაჟიშვილი მოევლინა!

პორტალ „Sky News“-ის სამეფო კორესპონდენტი რიანონ მილსი დაადასტურებს, რომ სასექსის ჰერცოგინიამ 6 მაისს, დღეს იმშობიარა. მილსმა თვითერზე პოსტი გამოაქვეყნა: -„უბრალოდ ვადასტურებ, რომ ჰერცოგინიას მშობიარობა დღეს დილით დაეწყო. პრინცი ჰარი მასთან არის“.  

ITV News-ის მთავარმა რედაქტორმა კრის შიპიმ ბუქინგემის სასახლის Twitter- ზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ადასტურებს ამ ინფორმაციას. განცხადებაში ნათქვამია: ჰერცოგინია დღეს, დილით ადრე კლინიკაში გადაიყვანეს“ 

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა რომ მეგან მარკლიმ დღეს დილით იმშობიერა და ვაჟი გააჩინა. ინფორმაცია ინსტაგრამზე 09.40 წუთზე გავრცელდა. 

დადასტურებული ინფორმაცია, სამეფო საიტის გვერდზე, კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. 

„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ჰერცოგინიამ დღეს დილით, 2019 წლის 6 მაისს იმშობიარა. სამეფო ოჯახის ახალშობილი წევრი 3,180 კილოგრამს იწონის. 

ჰერცოგინია და მისი ვაჟი თავს ჯანმრთელად გრძნობენ. მეგანი, საზოგადოებას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის, მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და განსაკუთრებულ დროს. 

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში“ - აცხადებენ კენსინგტონის სასახლის წარმომადგენლები. 

 



ავტორი: რუსა ღვანიძე