სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტნი სპირსის დედა, 64 წლის ლინ სპირსი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს.
პორტალ TMZ- ს წყაროს ცნობით, ამის გამო ლინმა სასამართლოში განცხადება შეიტანა - ის, ქალიშვილზე მეურვეობასთან დაკავშირებით სადავო დეტალებში გარკვევას მოითხოვს, რასაც ვარსკვლავის მამა - ჯეიმს სპირსი რამდენიმე წელია ახორციელებს.
ლინი მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია შვილის მკურნალობის შესახებ.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თავად ბრიტნი მის ყოფილ მენეჯერს სემ ლუთფს სასამართლოში უჩივის.
მომღერალი მიიჩნევს, რომ სწორედ ის გახლდათ ვინც სოციალურ ქსელში ჰეშთეგი „FREEBRITNEY“ და მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი შეტყობინებები გაავრცელა.
სემს ასევე ადანაშაულებს ბრიტნის დედაც და ამბობს, რომ მის ქალიშვილს 2007 წლიდან 2008 წლამდე ნარკოტიკებით ამარაგებდა.
მომღერალს, დედასთან რთული ურთიერთობა აქვს. დედა-შვილმა, მას შემდეგ იკამათა, რაც ბრიტნი 2002 წელს ჯასტინ ტიმბერლეკს დაშორდა.
ვარსკვლავის თაყვანისმცემლებს მიაჩნია, რომ ბრიტნის შეუძლია გამოიყენოს ლინი, რომელიც დიდი ხანია ცდილობს გააუმჯობესოს ქალიშვილთან ურთიერთობა, რომლიც 2008 წლიდან მიმდინარეობს.
სწორედ, იმ პერიოდიდან დაეწყო მომღერალს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები, როცა მის ყოფილ მეუღლეს კევინ ფედერლაინს ოფიციალურად გაეყარა და შვილებზე მეურვეობაც ჩამოართვეს.