„ეს ნამდვილი მაგიაა“ - მეგან მარკლის პირველი ინტერვიუ მშობიარობის შემდეგ

18:30 05-08-2019
1508

მეგან მარკლიმ მშობიარობის შემდეგ, შვილის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. 

დღეს, მეგან მარკლიმ და პრინცმა ჰარიმ „სასექსის ბავშვი“, როგორც პატარას თავად უწოდებენ, პირველად გააცნეს მსოფლიოს და ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნეს. 

width=600

სამეფო ოჯახის ახალი წევრი - მეგანის და ჰარის ახალშობილი - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბავშვია. სამეფო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ  ყოველთვის დაიცავენ ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის უფლებებს. სანამ, უინძორის სასახლიდან პირმშოს პირველ ფოტოებს გამოქვეყნებდნენ, სასექსის ჰერცოგინიამ პირველი კომენტარი გააკეთა:  

ჟურნალისტი მეგანს კითხვას უსვამს, თუ როგორი გრძნობაა დედობა და რას ფიქრობს ბავშვის შესახებ, რაზეც ჰერცოგინია პასუხობს: 

ეს, ნამდვილი მაგიაა! მე უკვე მსოფლიოს ორი საუკეთესო ბიჭი მყავს. ჩემს შვილს, ძალიან მშვიდი ხასიათი აქვს, ის საუკეთესო ბავშვია. რაც შეეხება ბავშვის  მსგავსებას ოჯახის რომელიმე წევრზე, ამაზე მსჯელობა ძალიან ადრეა. მე და ჰარი ვფიქრობთ, რომ ეს ერთი თვის შემდეგ გამოიკვეთება“ - ამბობს ჰერცოგინია. 

width=600

ინტერვიუს და ფოტოსესიის შემდეგ, ჰარიმ და მეგანმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ელიზაბეტ II-თან პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადებიან.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დღეს უინძორის ბაღში ოჯახური ფოტოსესიას მისი უდიდებულესობა, ჰერცოგი ფილიპი, პრინცი უილიამი და კეითი დაესწრებიან. სავარაუდოდ, ოფიციალურ ოჯახურ ღონისძიებაზე, კემბრიჯის 3 ბავშვიც იქნება.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე