მარიტა წიწილაშვილი, რომელმაც თავის 6 წლის გოგონას და დისშვილს, მახო ჩუბინიძეს ვიდეო გადაუღო, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს ვიდეო ცნობილი მომღერლის მადონას და დიზაინერ სტეფანო გაბანას Instagram Story-ში მოხვდებოდა.
მარიტა ოჯახთან ერთად ამჟამად იტალიაში ისვენებს. პრაიმტაიმს უთხრა, რომ ბავშვების ჩელენჯიში ჩართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სტეფანო გაბანას ეს წამოწყება ნახა. დიზაინერმა მარიტას პირადადაც მიწერა და თავისი სიმპათია დააფიქსირა ბავშვების მიმართ.
''ასეთი ჩელენჯია - სახალისო ვიდეოს იღებენ, დებენ ინსტაგრამზე, აზრიარებენ და ნიშნავენ თავად მომღერალს. სტეფანო გაბანამ დადო თავიდან ეს ჩელენჯი და მონიშნა მადონა, მალუმა. შემდეგ უკვე ხალხიც ავყევით ჩელენჯს. ინსტაგრამის სთორიში რომ დავდე, სადღაც ერთ საათში სტეფანომ მოინიშნა თავი ინსტაგრამზე, შემდეგ უკვე მადონამაც. სტეფანო გაბანამ მერე უკვე პირადშიც მომწერა. ახლაც რომ შეხვიდეთ, ორივეს უდევს სთორიში. გუშინდელი ამბებია. ბავშვების მონაწილეობით პირველი იყო ეს ნინას და მახოს ჩელენჯი, მათ სთორიში'', - ამბობს მარიტა.
ახალი ჩელენჯი ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის მადონას ახალ სინგლზე Medellín გადაღებულ კლიპზეა, რომელიც პოპულარულ კოლუმბიელ არტისტთან, მალუმასთან ერთადაა ჩაწერილი.