ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, მსახიობი ჯორჯ კლუნი საკუთარი შვილების და მისი მეუღლის ამალ კლუნის შესახებ, ინტერვიუში გულწრფელად საუბრობს.
რამდენიმე დღეში, ჯორჯის და ამლის ტყუპებს - ალექსანდრე და ელე, 2 წელი შეუსრულდება. 58 წლის მსახიობმა განაცხადა, რომ მისი შვილების აღზრდით აღფრთოვანებულია.
„ვგრძნობ, რომ ჯეკპოტი მოვიგე - კარგი ბავშვები არიან. თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მხიარულები არიან, ბევრს ხმაურობენ და თამაშობენ. ამავე დროს, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ხასიათით. ძალიან სასაცილო და ჭკვიანები არიან - უკვე ისწავლეს იტალიური და ინგლისური ანბანი.
ინტერვიუში ჯორჯმა ასევე აღიარა, რომ ამაყობს მისი მეუღლით - “მას ერთდროულად შეუძლია იყოს, როგორც კარგი ადვოკატი, ასევე მოსიყვარულე დედა და ცოლი“.
„ამ ეტაპზე, ამალი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მიანმარიდან „Reuters“-ის ჟურნალისტები გაათავისუფლოს“ - ამბობს ჯორჯი. „ის გატაცებულია თავის საქმეებით, კარგი დედა და საოცარი ცოლია - ვფიქრობ, რომ ჯეკპოტი მოვიგე“, - ამბობს კლუნი.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯი და ამალი 2013 წლიდან ერთად არიან. ერთი წლის შემდეგ ოფიციალურად დაქორწინდნენ და 2017 წელს კი პირველად გახდნენ მშობლები. ვარსკვლავური წყვილისთვის, ეს პირველი ქორწინება იყო.