კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავმა ჯონი დეპიმ განაცხადა, რომ მან სასამართლოზე დანაშაულში ამხილა ყოფილი მეუღლე ემბერ ჰერდი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ ცემის ბრალდებით დაადანაშაულა.
პორტალ „The Blast“-ის ინფორმაციით, დეპი დარწმუნებულია, რომ მსახიობი მისი მეგობრის იო ტილეტის დახმარებით მოქმედებდა. მანამდე კი ჰერდმა განაცხადა, რომ მას ტელეფონით ესაუბრებოდა, რა დროსაც თავს დაესხა დეპი.
დეპმა, პოლიციის დოკუმენტებზე წვდომა მოიპოვა და აღმოაჩინა, რომ მისი მეგობარი იო ტილეტ რაიტი 911 სამაშველო სამსახურს, ინციდენტიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ დაუკავშირდა. ჯონი დეპის ადვოკატის თქმით, თუკი იო ტილე რაიტი, ემბერის სიცოცხლეზე ზრუნავდა, მას გაცილებით ადრე უნდა ემოქმედა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ფანტასტიკური არსებები ჯონი დეპის გარეშეც შეუძლებენ სკანდალის გამოწვევას ემბერ ჰერდისთან ერთად.