იუსტიციის საბჭომ დღეს მოსამართლეობის მსურველთა კონკურსის ბოლო მონაწილეს მოუსმინა

18:22 05-10-2019
33

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. დღეს საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის ბოლო კანდიდატს ლელა ჭინჭარაულს მოუსმინეს.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, საბჭო 10 სამუშაო დღის ვადაში კვლავ შეიკრიბება, იმისთვის რომ კანდიდატებს კენჭი უყაროს.

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაასრულა. დღეს იყო ბოლო გასაუბრება, რის შემდეგაც ჩვენ მაქსიმუმ 10 სამუშაო დღის ვადა გვექნება, რომ შევავსოთ შეფასების ფურცლები, შეჯამდეს ინფორმაცია და შემდეგ უკვე გაიმართოს კენჭისყრა საერთო სასამართლოების ფარგლებში გამოცხადებული კონკურის თაობაზე“,-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 2018 წლის 26 ოქტომბერს დაიწყო. სულ 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს აქვს განაცხადი შეტანილი. კანდიდატებს შორის არიან: საბჭოს მოქმედი წევრები, უზენაესი სასამართლოს კანდიდატთა სიაში დასახელებული პირები და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონდე კანდიდატები.