თეა წულუკიანი სახალხო დამცველის რეკომენდაციას დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს

22:23 05-11-2019
250

თეა წულუკიანმა გადაცემა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულ.

სახალხო დამცველმა გამოსცა რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს სახელზე, რომლის თანახმადაც მე-18 პენიტენციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებს და მისი გადაყვანა სამოქალაქო დაწესებულებაში უნდა მოხდეს.

მინისტრის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პენიტენციურმა სამსახურმა წარადგინა კონკრეტული მტკიცებულებები სახალხო დამცველმა აღნიშნული რეკომენდაცია მოხსნა.

„ეს რეკომენდაცია იუსტიციის სამინისტროს სახელზე იქნა ომბუდსმენის მიერ გამოცემული. ჩვენ ის მივიღეთ, გავეცანით. გადაეცა პენიტენციალურ სამსახურს და სახალხო დამცველს გაეგზავნა მტკიცებულებები, რომელიც ჩვენს სისტემას აფიქრებინებდა რომ ეს რეკომენდაცია უსაფუძვლოა. ამის შემდეგ სახალხო დამცველმა ეს რეკომენდაცია მოხსნა და ის დღეს აღარ არის ძალაში.ფსიქიატრმა ინტერვიუ ჩაატარა პრაქტიკულად ორი საათის განმავლობაში ბატონ მამალაძესთან. ექიმს არ ჰქონდა ის მტკიცებულებები რაც ჩვენ შემდეგ წარვადგინეთ, შესაბამისად ახალი დოკუმენტაციის და მტკიცებულებების საფუძველზე სახალხო დამცველმა ჩათვალა რომ ეს რეკომენდაცია მისივე გამოცემული დოკუმენტაცია აღარ იყო ვალიდური“- განაცხადა თეა წულუკიანმა.