კადრები ბრიტნი სპირსის სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ - რა მდგომარეობაშია მომღერალი

13:20 05-13-2019
853

ბრიტნი სპირსი, სასამართლო პროცესიდან ფეხშიშველი გამოვიდა.

width=600

37 წლის მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციები, ბოლო ხანებია თაყვანისმცემლების ყურადღების ცენტრშია.

მომღერალი ირწმუნება, რომ ფსიქიკურ აშლილობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არქვს. თუმცა მომღერლის დედა აცხადებს, რომ ბრიტი „მძიმე  მდგომარეობაშია“. 

width=600

რამდენიმე დღის წინ, ლოს-ანჯელესში გაიმართა სასამართლო პროცესი ვარსკვლავის ფსიქიკურ ჯანმრთელობის მგომარეობასთან და მისი მეურვეობის საკითხთან დაკავშირებით.

width=600შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა და სასამართლო პროცესის დეტალები უცნობია.

გავრცელდა ფოტოები, სადაც ბრიტნი სასამართლო პროცესიდან ფეხშიშველი გამოდის და ავტომობილში ჩასაჯდომად მიემართება.

width=600  

მომდევნო სასამართლო სხდომა 18 სექტემბერს გაიმართება. გავრცელებული ვერსიით სპირსმა, კვლავ უნდა ჩაიტაროს ფსიქიატრიული გამოკვლევები. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ ვარსკვლავის დედამ ლინ სპირსმა, სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც  ქალიშვილზე მეურვეობასთან დაკავშირებით სადავო დეტალებში გარკვევას მოითხოვს.

width=600

მან საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა, რათა მიეღო ინფორმაცია მისი შვილის მკურნალობის გეგმაზე. ყოველივე ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აპრილის დასაწყისში ბრიტნი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. 

ავტორი: რუსა ღვანიძე