ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა, მეგანისა და ჰარის შვილის დაბადების შესახებ, „WhatsApp“-ის საშუალებით შეიტყეს.
პროტოკოლის არქივში აღნიშნულია, რომ დედოფალი ელისაბედ II უნდა იყოს პირველი ადამიანი, რომელიც ინფორმირებული იქნება ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალი წევრის დაბადების შესახებ.
6 მაისს, სასიხარულო ცნობის გავრცელებამდე, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პირველად, მის უდიდებულესობას აცნობეს ტელეფონის საშუალებით.
ამის შემდეგ კი უინძორების ოჯახის დანარჩენ წევრებს - პრინც ჩარლზის, კემბრიჯის ჰერცოგს, ჰარის ბიძაშვილებს პიტერს და ზარა ფილიპს და პრინცესა ევგენიას და ბეატრისს.
პორტალ „The Telegraph“-თან ინტერვიუში მაიკ ტინდალი(ყოფილი რაგბის მოთამაშე და ზარა ფილიპსის მეუღლე)აცხადებს, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ახალშობილის დაბადება პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ აცნობეს.
ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად, საკუთარი „WhatsApp“ - პრაქტიკული და მოსახერხებელი გზა აქვთ.
მაიკმა ასევე დაამატა, რომ ბიძაშვილებს ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.