ნაომი კემპბელი, სოციალურ ქსელში ახალშობილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
რამდენიმე ხნის წინ, ბრიტანელმა სუპერმოდელმა თაყვანისმცემლები მეტროში გადაღებული ფოტოებით გააოცა - ვარსკვლავი, ქვედა საცვალის გარეშე პოზირებს.
მოდელი, რომელიც მეტროში მაცდუნებელი იმიჯით გამოჩნდა, საზოგადოების მხრიდან სკანდალი და ინტრიგა გამოიწვია.
მოდის ბიზნესის 48 წლის ვარსკვლავმა „Instagram“- ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ნაომი ახალშობილით ხელში პოზირებს. ფოტომ, საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწონება დაიმსახურა.
კემპბელის გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს, რომ მათი კერპი დედა გახდა.
„შვილად აიყვანეთ? - დედობა გიხდება! - გილოცავთ ნაომი! - შესანიშნავი დედა იქნებით!“ - წერენ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები.
ცნობილი გახდა, რომ კემპბელმა ბავშვთან ერთად გადაღებული ფოტო, დედის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. კემპბელი, ამ ეტაპზე სავარაუდო დედობის შესახებ, კომენტარს არ აკეთებს.
გულშემატკივრები მიიჩნევენ, რომ მან სუროგატი დედის მომსახურება გამოიყენა, როგორც კიმ კარდაშიანმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სუროგატი დედისგან მეოთხე შვილი, ვაჟი გააჩინა.