პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული და წინასწარი პატიმრობიდან 30 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებული როენა ხუცურაული, დღეს დილიდან მილოცვებს იღებს.
“მამიდას” მეტსახელით ცნობილი ქალბატონი 60 წლის გახდა. ის, იუბილეს მეგობრების და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნავს.
“პრაიმტაიმი” შეეცადა გაერკვია, თუ რას ფიქრობს როენა ხუცურაული მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე და თანამშრომლობს თუ არა გამოძიებასთან? როენა ხუცურაულმა დღეს ამ თემებზე საუბარი არ ისურვა.