ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, მოსახლეობას აფრთხილებს არ იმოგზაურონ ისეთ ქვეყნებში, სადაც წითელას მწვავე ვირუსული დაავადება მძინვარებს. ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოიხსენიება.
„დაავადების სიხშირე ძირითადად იმ ბავშვებშია გავრცელებული, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული (ისრაელში, 70% -ზე მეტი შემთხვევა, ბავშვებში დაფიქსირდა).
შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტროს ძირითადი გზავნილია:
ბავშვებში, ვაქცინაციის ძირითადი პრიორიტეტები - ყველა ბავშვი ვაქცინირდება პირველი დოზით 12 თვის ასაკში და მეორედ პირველ კლასში. ბავშვები, რომლებსაც დაბალი იმუნიტეტი აქვთ მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ ვაქცინაცია.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ზრდასრული მოსახლეობის 85% -ზე მეტი დაცული უნდა იყვნენ წითელასგან. მხოლოდ ის პირები, რომლებსაც უკვე გაკეთებული აქვთ ვაქცინა, ან წარსულში იყვნენ დაავადებულნი. ამდენად, ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების საჭიროება, მათთვის არ არსებობს.
სხვადასხა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ის პირები, რომლებიც იმ ქვეყნებში მიემგზავრებიან, სადაც წითელას ვირუსია გავრცელებული. ეს მიმართულებებია: უკრაინა, საქართველო, მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ქვეყნებში დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ ქვეყნებში არ დაგეგმონ მოგზაურობა, თუ აუცილებელ მოთხოვნას არ საჭიროებს.
დამატებითი დეტალები:
ზოგადად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, 1957 წლის შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანი, რეკომენდებულია აიცრას წითელას ვაქცინაციის ორ დოზით.
1978 წლიდან დაბადებული მოზარდები, ჩართულები არიან წითელას ვაქცინაციის ორ პროგრამებში.
1957 და 1977 წლებში დაბადებული მოზრდილი ადამიანებისთვის: ჯანდაცვის სამინისტროს მიხედვით, ვაქცინაციის შემდეგ, სულ მცირე 85%-ია დაცული დაავადებისგან.
გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყნებში, შესაძლებელია მათთან პირდაპირი კოორდინაცია ჩატარდეს, ინდივიდუალური ანტისხეულების ტესტირებით.