გასული წლის 20 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვერონაში უბედური შემთხვევა მოხდა: 17 წლის ლორენცო, რომელიც სკოლაში საკუთარი სკუტერით მიდიოდა, მოულოდნელად „მერსედესის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიჭს ჩაფხუტი ეფარა, დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ თავის არეში სერიოზული ტრავმა მიიღო. მოზარდი, ღრმა კომაში ჩავარდა. ექიმებმა ლორენცოს თავის ტვინის და სასუნთქი გზების ორგანული დაზიანება დაუდგინეს.
რამდენიმე დღის წინ, 5-თვიანი „ღრმა კომის“ შემდეგ, ექიმებმა მშობლების ნებრთვით, მისი აპარატიდან გათიშვა გადაწყვიტეს, რადგან მათ ყველანაირი იმედი ამოეწურათ.
მშობლებმა ექიმებს, ტრანსპლანტაციისთვის საკუთარი შვილის სიცოცხლისუნარიანი ორგანოების ამოღების ნებართვა მისცეს.
სასწაული სწორედ იმ დროს მოხდა, როცა ექიმები მოზარდს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. 17 წლის მოზარდმა, მოულოდნელად თვალი გაახილა და საუბარი დაიწყო.
მომხდარს, სამეცნიერო და კლინიკური ახსნა არ გააჩნია - როცა ლორენცოს ორგანოები უნდა ამოეღოთ, ბიჭმა მოულოდნელად გამოიღვიძა, თვალები გაახილა, ხელები და ფეხები აამოძრავა და ლაპარაკიც დაიწყო.
იტალიის ქალაქ ვერონას გაზეთები იუწყებიან, რომ ლორენცო 5-თვიანი კომის შემდეგ, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.