საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო გარდაცვლილი იპოვეს

22:35 05-15-2019
1972
თეგები: საბერძნეთი

საბერძნეთში 29 წლის ქართველი გოგო საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა ქალაქ ათენში მოხდა. 

ადგილობრივი  მედია იუწყება, რომ ორი მცირეწლოვანი შვილის დედა სავარაუდოდ გაგუდეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ გარდაცვალებამდე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რადგან სახლში ჩხუბის კვალი იყო და გარდაცვლილს ყელზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ბერძნულ მედიასთან გარდაცვლილის მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან, სადაც ცხედარი იპოვეს, ქალისა და მამაკაცის  ჩხუბის  ხმა გამოდიოდა. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდა ქართველი გოგო საკუთარმა პარტნიორმა მოკლა.

პოლიცია ფიქრობს,  რომ ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.